გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ვაზარი შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე | სარდალაშვილის ბრინჯაო აბუ დაბიში

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ დაბიში ჯუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

ქართველი ჯუდოკა ნახევარფინალში გავიდა, სადაც არიუნბოლდ ენხტაივანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. სარდალაშვილი ბელგიელ იორე ფერსტრაეტენს დაუპირისპირდა და მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 26 წამით ადრე, სარდალაშვილმა მეორე შიდო მიიღო, თუმცა მატჩი გოლდენ სქორში მაინც არ გადასულა. 5 წამით ადრე, გიორგიმ ვაზარი მიითვალა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ცნობისთვის, ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე და ჯუმბერ მელაძე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს, გუნდელებს ეს უხარიათ
კაშია: ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს, გუნდელებს ეს უხარიათ