კაშია: ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს, გუნდელებს ეს უხარიათ
კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“ გატანილი გოლისა და გამარჯვების (2:1) შემდეგ, ბრატისლავის „სლოვანის” 38 წლის ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ პრესასთან ისაუბრა და საკუთარი, ასევე გუნდის თამაში შეაფასა.
„ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს. თანაგუნდელებს უხარიათ, როცა გოლს ვიტან. ჩემი გოლები ატმოსფეროსთვისაც კარგია, რადგან შემდეგ ისინი ჩემზე იხუმრებენ.
რაც შეეხება მატჩს, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ძალისხმევა არ დაიშურა. ეს არის ის, რაც წარსულში გვაკლდა, მაგრამ ახლა ეს ისევ დავინახე. დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი დღე იყო.
უნდა გვახსოვდეს, რომ ვეთამაშებოდით მაღალი ხარისხის მეტოქეს, რომელიც ესპანეთის ლიგის შუა ცხრილშია. როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები, უნდა ელოდო, რომ ისინი შენს კართან შექმნიან გარკვეულ შანსებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, რადგან მათ შეუძლიათ მომენტები შექმნან მადრიდის რეალისა და ბარსელონას წინააღმდეგაც.
ეს სამი ქულა დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ვერ ვთამაშობდით და ეს ვიცოდით. ჩემთვის ყველაზე დიდი პოზიტივი არის ის, თუ როგორ დაიხარჯა ყველა გამარჯვებისთვის,“
– განაცხადა გურამ კაშიამ.
ეს „სლოვანისთვის“ ტურნირზე პირველი სამი ქულა იყო. კაშიას გუნდი 30-ე ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურის შეხვედრას ბრატისლაველები 11 დეკემბერს სტუმრად „შკენდიას“ წინააღმდეგ გამართავენ.