ხამზატ ჩიმაევი, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

„რამადანის შემდეგ შევხვდებით“ - ჩიმაევი იმავოვის წინააღმდეგ?

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონის ქამრის პირველ დაცვას რამადანის შემდეგ გამართავს. მისი მეტოქე დაღესტნელი წარმოშობის მებრძოლი ნასურდინ იმავოვი იქნება, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს.

სატიტულო დაპირისპირების ორივე მონაწილემ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში დაადასტურა.

„კარგი საუბარი მქონდა UFC-სთან. ვუთხარი – მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლა მსურს! თუ ლოდინი იქნება საჭირო – დაველოდები. მეტი შემოვლითი გზები აღარ არის საჭირო. დიდებული საქმეები დიდებულ მომზადებას მოითხოვს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მზად ვიქნები! ლოდინს არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ამჯერად მომიწევს,“

– დაწერა იმავოვმა.

„რამადანის შემდეგ შევხვდებით, იმავოვ. დრო გაქვს, რომ ჭიდაობაზე იმუშაო, ძმაო,“

– უპასუხა ჩიმაევმა.

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, როდესაც ლიგის ეგიდით გამართულ მეცხრე ბრძოლაში სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ნასურდინ იმავოვმა კი სექტემბერში პრეტენდენტთა ბრძოლაში ბრაზილიელ კაიო ბორალიოს არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები