გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი იყო“ | ჩაკვეტაძემ დაბრუნებაზე ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. „უოტფორდის“ ქართველმა ფეხბურთელმა „პრესტონის“ წინააღმდეგ ითამაშა და „კრაზანების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ 74-ე წუთზე გიორგი ცვლილებაზე შეიყვანა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მატჩის შემდეგ კი „ჩაკვე“ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: „ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. შედეგი იმედგამაცრუებელი იყო, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ეს ძალიან რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ტრავმის გამო დიდი ხნის გამოტოვება მომიწევდა. ბევრი ვიმუშავე, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი და ბედნიერი ვარ, რომ ისევ გუნდთან ვარ.

ხავი გრასიას რაც შეეხება — ის ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მთავარი მწვრთნელია. თავმდაბალია და მასთან მუშაობა მომწონს. ყოველთვის მელაპარაკება და გუნდისთვის ბევრს აკეთებს. მითხრა, თამაშით სიამოვნება მიმეღო და ამიხსნა, რომ მარცხენა ფლანგზე უნდა მეასპარეზა. ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე.“

ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გუნდს 229-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რაც შეეხება „უოტფორდს“, 17 ტურის შემდეგ „კრაზანებს“ 24 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძეს არ უთამაშია - ვილიარეალი დორტმუნდთან განადგურდა
მიქაუტაძეს არ უთამაშია - ვილიარეალი დორტმუნდთან განადგურდა