Aa
Aa

კარის გარეშე, ზაზა კვლავ თადარიგში - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა

გამთენიისას NBA-ს მოიგი ტურის მატჩები გაიმართა. "გოლდენ სტეიტ უორიორსი" სტუმრად "პორტლენდს" დაუპირისპირდა" და 125:108 დამარცხდა.

სტეფ კარის გარეშე დარჩენილ ოკლენდელებს კევინ დურანტმა ულიდერა და 40 ქულა ჩააგდო. 25 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველი ცენტრი შეხვედრაში კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 6,21 წუთში მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა.

ზაზას კონკურენტმა ჯავალ მაკგიმ კი პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავის ანგარიშზე 10 ქულა ჩაიწერა.

"პორტლენდელთა" მხრიდან ტრადიციულად გამოირჩეოდნენ სიჯეი მაკკალუმი და დამიან ლილარდი, რომლებმაც გუნდს 30 და 28 ქულა შესძინეს.

"უორიორსი" 51 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიცაზე იმყოფება.

"პორტლენდი" კი 40 გამარჯვებითა და 26 მარცხით "გოლდენ სტეიტის" მდევარია და მე-3 პოზიციას იკავებს.

 

ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი - კლივლენდი 116:102
საკრამენტო - ორლანდო 94:88
დენვერი - ლეიკერსი 125:116
მემფისი - იუტა 78:95
მილუოკი - ნიუ იორკი 120:112
ნიუ ორლეანი - ვაშინგტონი 97:116
ტორონტო - ჰიუსტონი 108:105
დეტროიტი - ჩიკაგო 99:83
ინდიანა - ატლანტა 112:87 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები