ზურიკოს მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | სენტ-ეტიენს გამარჯვებაში დაეხმარა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში „სენტ-ეტიენმა'' შინ „ნანსი'' 2:1 დაამარცხა. 27-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასით ირვინ კორდონამ ანგარიში გახსნა, ქართველმა გარემარბმა კარდონა მეკარესთან პირისპირ დატოვა. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ზურიკო მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, კონტაქტი იყო, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
15 ტურში „სენტ-ეტიენმა'' 29 ქულა დააგროვა და ლიდერ „ტრუას'' 2 ქულით ჩამორჩება.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 13 მატჩში 7 საგოლე მოქმედება დააგროვა, 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა (7 საგოლე მოქმედება).
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა „სენტ-ეტიენი'' დატოვოს. „ბეშიქთაშის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტეს, სამიზნეები უკვე განსაზღვრეს. „შავ-თეთრებმა'' სიაში პირველ ნომრად ტერ შტეგენი შეიყვანეს, ფლანგის გასაძლიერებლად ჯეიდონ სანჩოსკენ აიღეს გეზი, ხოლო დავითაშვილთან მოლაპარაკება გრძელდება. ინფორმაციას თურქული Fanatik-ი ავრცელებს.