სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

ნარიმანიძეს კოჭში ჩაარტყეს და 25-ე წუთზე შეცვალეს | მისი გუნდი ლიდერია

სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში „ჟილინამ’’ შინ „ტრენჩინი’’ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში სანდრო ნარიმანიძე იყო, თუმცა 25-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. CrystalSport-ის ცნობით, სანდროს კოჭის არეში ჩაარტყეს, გაუსივდა და მისი შეცვლა გადაწყდა. სავარაუდოდ, მცირე ტრავმას რამდენიმე დღეში მოირჩენს.

15 ტურში „ჟილინამ’’ 34 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან „სლოვანს’’, რომლის შემადგენლობაში გურამ კაშია თამაშობს, 14 მატჩში 33 ქულა აქვს, ერთი მატჩი მარაგში აქვს.

სანდრო „იბერიას’’ აღზრდილია, 2025 წლის დასაწყისში კარიერა „ჟილინას’’ დაუკავშირა, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, 15-დან 9-ში 90 წუთი ითამაშა. ასევე, კონფერენს ლიგის ორ და სლოვაკეთის თასის სამ მატჩში იასპარეზა. მოკლედ, რეგულარული სათამაშო დრო აქვს, პროგრესირებს. მისი პროგრესის შესახებ „კონტრშეტევაში'' ვისაუბრე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ:

 

შეგახსენებთ, ნოემბრის სანაკრებო პაუზისას ვილი სანიოლმა სანდრო ნარიმანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა სადებიუტო გამოძახებისას ერთი წუთიც არ ათამაშა. გარდა იმისა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა სანდროს ეროვნულ ნაკრებში სრულფასოვან ინტეგრაციას ხელი შეუშალა, 21-წლამდე ნაკრებს სანდროს სახით ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევაში აქტიური იყო | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი აუგსბურგთან დამარცხდა
შეტევაში აქტიური იყო | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი აუგსბურგთან დამარცხდა