ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ბომბარდირობა ბოლო ტურში დაკარგა - ყაზაიშვილმა დუბლით დაასრულა

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დუბლით დაასრულა, თუმცა სამწუხაროდ, ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი სწორედ უკანასკნელ ტურში დაკარგა. „ბეიჯინგ გუოანის“ ანგოლელმა ფეხბურთელმა ფაბიან აბრეუმ, რომელსაც ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი ამ ტურამდე ერთი ბურთით უსწრებდა, „მეიზუ ჰაკასთან“ (5:1) შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ბომბარდირიც სწორედ ის გახდა.

„შანდონგ ტაიშანმა“ გათამაშება სტუმრად „ვუჰანთან“ (1:5) გამარჯვებით დაასრულა. ყაზაიშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა - მან 50-ე წუთზე პენალტი გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე კრიზანის პასი გამოიყენა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 90 წუთის განმავლობაში ვაკომ კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 3 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთხელ თამაშგარეში მოხვდა და 1 საკვანძო გადაცემა შეასრულა. მისი 40 პასიდან 34 ზუსტი აღმოჩნდა, ბურთს 65-ჯერ შეეხო, 15-ჯერ დაკარგა და დრიბლინგის 7 მცდელობიდან შვიდივე წარმატებული გამოდგა.

ჩინეთის სუპერლიგა „შანდონგ ტაიშანმა“ 53 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, მან 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაიას ერთი საგოლე მომენტი - არისმა პაფოსთან წააგო და ლიდერობა დაკარგა
ქვილითაიას ერთი საგოლე მომენტი - არისმა პაფოსთან წააგო და ლიდერობა დაკარგა