ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

ჯონსი: „ასპინალი მაშინვე ჩამოწერეს, ასე არ შეიძლება“

ჯონ ჯონსის კარიერის უკანასკნელ წლებში მისი ყველაზე დიდი კონკურენტი წესით და რიგით ტომ ასპინალი უნდა ყოფილიყო, თუმცა გულშემატკივართა უდიდესი მოთხოვნისა და UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეს სუპერბრძოლა არ შედგა, რადგან „ბოუნსმა“ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ლეგენდარული ჯონი ოქტაგონში დაბრუნებას არ გამორიცხავს და მისი მთავარი მოტივატორი თეთრ სახლში გასამართი ღონისძიებაა.

რას ამბობს ჯონსი

ტომ ასპინალზე ცუდს ნამდვილად არასოდეს ვიტყვი, რადგან საოცრად კარგი მებრძოლია. სირილ განთან სულ რაღაც მცირე ინციდენტის გამო და იმის გამო, რომ თვალის დაზიანების გამო ბრძოლა ვერ განაგრძო, ლეგენდიდან ჩვეულებრივ სპორტსმენად აქციეს, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. შეიძლება ბევრმა მკითხოს, თუ ასეა, რატომ ვთქვი უარი მასთან დაპირისპირებაზე და ჩემი პასუხი ასეთი იქნება: „პერეირასთან ჩხუბი უფრო მომგებიანი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტომ ასპინალისა და სირილ განის საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან ინგლისელს თვალში განის ხელი მოხვდა და ჩხუბის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა და რამადანი - ჩიმაევმა დაბრუნება დააანონსა
ტრავმა და რამადანი - ჩიმაევმა დაბრუნება დააანონსა