ბლინდი: ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრა უკვე შეუძლებელია
Aa
Aa

ბლინდი: ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრა უკვე შეუძლებელია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დენი ბლინდმა ახალ პოსტზე თავისი პირველი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ისლანდიასთან შინ 0-1 დათმო.

„მარტინს ინდი არასწორი იყო. ვიცოდით, რომ არ იქნებოდა ადვილი, რადგან ისლანდია საკმაოდ დისციპლინირებული გუნდია და არ გაძლევს ბევრ საგოლე შანსს. ყველაფერი არც ისე ცუდად მიდიოდა, მაგრამ რობენის შეცვლა გახდა საჭირო. თავად ვაძლევდით მეტოქეს საგოლე ეპიზოდების შექმნის საშუალებას. არ დამინახავს მომენტი კარგად, მაგრამ გავიგე, რომ წითელი ბარათი დამსახურებული იყო. კონტროლი – პროფესიონალური ფეხბურთის ნაწილია. მარტინსს ასეთი მოქცევის მიზეზი არ ჰქონია. მისი გაძევების შემდეგ, მივხვდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრა უკვე შეუძლებელია. ახლა, უნდა ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის და მოვიპოვოთ ფლეი-ოფში თამაშის უფლება“ - განაცხადა ბლინდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები