UFC 322 | მახაჩევმა და დელა მადალენამ წონა ჩააბარეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიება ნიუ იორკში, „მედისონ სქუეარ გარდენში“ გაიმართება. UFC 322-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო დაპირისპირებაა. მეორე სატიტულო ჩხუბში ერთმანეთს ვალენტინა შევჩენკო და ჟან ვეილი ხვდებიან.
ტრადიციულად, პარასკევს აწონვების ცერემონია გაიმართა. მახაჩევმა წონა ჩააბარა და 77.1 კილოგრამი დააფიქსირა. დელა მადალენა მასზე 100 გრამით მსუბუქია - 77 კილოგრამი. შევჩენკომ და ვეილიმ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 56.5 კილოგრამი.
The #UFC322 main event is official! JDM and Islam Makhachev have made weight: What are your thoughts on this one now? ???? pic.twitter.com/31VCPRLjq4
— MMA Junkie (@MMAJunkie) November 14, 2025
UFC 322 ძალიან საინტერესო ღონისძიებაა და ქვესაშუალო წონით დივიზიონში შონ ბრეიდისა და მიშელ მორალესის ჩხუბსაც ვიხილავთ. ლეონ ედვარდსი კარლოს პრატესს დაუპირისპირდება და წონა ოთხივე მათგანმა ჩააბარა.
შეგახსენებთ, რომ UFC 322 თბილისის დროით, 16 ნოემბერს, დილით გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 07:00-დან დაიწყება.