ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„საქართველოს სუპერგმირი“ – Marca ლუკა ლოჩოშვილზე წერს

ავტორიტეტული ესპანური სპორტული გამოცემა Marca საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ ლუკა ლოჩოშვილზე წერს. სტატიაში საქართველოს სუპერგმირი“ ჟურნალისტი მიგელ ანხელ ლარა 2022 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც ლოჩოშვილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.

„22 თებერვალი გეორგ ტაიგლის დაბადების დღე არაა, მაგრამ სწორედ ამ დღეს ის მეორედ დაიბადა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ის მოედანზე გავიდა, რათა ვენის „აუსტრიას“ „ვოლფსბერგერთან“ მატჩსი სასურველი ანგარიში შეენარჩუნებინა (1:0).

მატჩის მიწურულს ტაიგლი მოედნის ცენტრში მეტოქეს შეეჯახა და უგონოდ დაეცა. ყველაზე სწრაფად ამ სიტუაციაში „ვოლფსბერგერის“ ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა იმოქმედა. მან ტაიგლთან მიირბინა, პირი გაუღო და ენა დაუჭირა. მალევე „აუსტრიას“ ფეხბურთელის გვერდით ექიმები აღმოჩნდნენ და ყველაფერი კარგად დამთავრდა. გეორგ ტაიგლი ფეხზე წამოდგა და მოედანი დატოვა. მატჩის შემდეგ მან ლუკას მადლობა გადაუხადა: „შენმა სწრაფმა მოქმედებამ სიცოცხლე გადამირჩინა“.

2023 წელს FIFA-მ ლოჩოშვილს სპეციალური Fair Play-ის ჯილდო გადასცა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მაშინ უკვე „კრემონეზეს“ ღირსებას იცავდა, მომხდარს ასე გამოეხმაურა: „განცხადებების კეთება არ მიყვარს, მაგრამ ადამიანების მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. სასიამოვნოა, როცა ფეხბურთის ურთიერთპატივისცემაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტაიგლი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“. ეს ლოჩოშვილის ერთადერთი აღიარება არ ყოფილა. კარინტიის რეგიონმა (სადაც ქალაქი ვოლფსბერგი მდებარეობს) ლოჩოშვილი „ოქროს ჯვრით“ დააჯილდოვა.

ის, რაც 2022 წლის 22 თებერვალს ვენის „აუსტრიას“ სტადიონზე მოხდა, ამ ფაქტის შემსწრეებს არასოდეს დაავიწყდებათ. „აუსტრიას“ ექიმმა მოგვიანებით საჯაროდ აღიარა, რომ ლუკას დახმარების გარეშე ტაიგლის გადარჩენის შანსები ძალიან მინიმალური იქნებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეცდებით ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ | ბუდუს კომენტარი
ვეცდებით ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ | ბუდუს კომენტარი