საბა საზონოვი
Aa
Aa

ტორინო საზონოვისთვის ახალ კლუბს ეძებს | Tuttosport-ი ქართველ მცველზე წერს

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა „ტორინოს’’ დაცვის ხაზზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ მცველს, საბა საზონოვსაც ეხება.

„მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი კლუბში გაფორმებულ ორ ცენტრალურ მცველს, პერ შუურსა და საბა საზონოვს ვერ ეყრდნობა. ჰოლანდიელი მუხლის პრობლემის გამო ვერ თამაშობს, ხოლო საზონოვის თამაში კლუბის ტაქტიკური გეგმიდან გამომდინარე გამორიცხულია. ამიტომაც, ჩემპიონატის 25-კაციან განაცხადში არაა.

საზონოვთან დაკავშირებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იანვარში რამე შეიცვალოს. პირიქით, ტრანსფერზეა დაყენებული. ზაფხულში როცა ჯერ „კაიზერსლაუტერნში'' და შემდეგ „ხეტაფეში'' გადასვლა ჩაიშალა, ახლა „ტორინო'' მისთვის ახალ კლუბს ეძებს. შუურსის შემთხვევაში ყველაფერი მის ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული''.

გასული სეზონის შემდეგ ბუნდესლიგა 2-ის „კაიზერსლაუტერნს’’ საბა საზონოვის დამატება სურდა, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში იყო, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გერმანული კლუბი მოლაპარაკებიდან გავიდა, ტრანსფერი ჩაიშალა. რაც შეეხება „ხეტაფეში'' ჩაშლილ ტრანსფერს, ამ თემაზე ფეხბურთელის მამამ, ანდრეი საზონოვმა სექტემბერში იტალიურ მედიასთან ისაუბრა: „დიახ, ესპანელებისგან შეთავაზება მივიღეთ და ყველაფერზე შევთანხმდით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი „ხეტაფეში“ გადასვლა ჩაიშალა, ის იყო, რომ „ტორინომ“ არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანა.“

2023 წლის ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ საბა მოსკოვის „დინამოდან'' „ტორინოში'' გადავიდა, სადებიუტო სეზონში მეტწილად სკამზე იჯდა, შემდეგ ერთი სეზონით „ემპოლიში'' გაანათხოვრეს, თუმცა მძიმე ტრავმის გამო გასული სეზონი მთლიანად გაუცდა. ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერების შემდეგ „ტორინომ'' განაცხადს მიღმა დატოვა. შემდეგი წლის პირველ თებერვალს 24 წლის გახდება და დროა ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ნდობას მიიღებს და საუკეთესო ფორმაში შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ლამინ იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად | ლამინ იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს