ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბეშიქთაში არ ნებდება | ზურიკოს ტრანსფერზე პირველი კონტაქტი შედგა

Fanatik-ის ინფორმაციით, „ბეშიქთაში’’ ზურიკო დავითაშვილის მენეჯერს დაუკავშირდა და ფეხბურთელის მოქმედ კლუბთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. „ბეშიქთაშის’’ მთავარ მწვრთნელ სერგენ იალჩინს მაღალი დონის მარცხენა გარემარბი სჭირდება, ამ პოზიციაზე მისი მთავარი სამიზნე დავითაშვილია. კლუბში თვლიან, რომ ამ პრობლემას ზამთარში ქართველი შემტევის დამატებით გადაჭრიან.

გასულ სეზონში ქართველმა გარემარბმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულში წასვლა სურდა, თუმცა არ გაყიდეს, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა, „სენტ-ეტიენმა'' ჩემპიონატის გასულ ტურში ლიდერი „ტრუა'' მის გარეშე დაამარცხა და სარფიანი წინადადების შემთხვევაში ტრანსფერი რეალურია. „ბეშიქთაში’’ დავითაშვილის ტრანსფერზე გასულ ზაფხულშიც მუშაობდა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა’’ არ გაუშვა. ახლა განსხვავებული ვითარებაა, ბოლო მატჩებიდან გამომდინარე დავითაშვილის როლი და სათამაშო დრო შემცირდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ლიდერს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ნაკლებ ნდობას უცხადებენ, „პაუსთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (23 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა), „რედ სტართან'' სასტარტოში იყო (90 წუთი ითამაშა, გოლი შეაგდო), „ტრუასთან'' კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

„სენტ-ეტიენის'' მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰოერნალანდმა „ტრუასთან'' მატჩის შემდეგ განაცხადა: „ვნახოთ, როგორ წარიმართება მათი ტრავმების აღდგენა, მაგრამ აუცილებლად ისევ ვიხილავთ აუგუსტინ ბოაკიეს, ჯოშუა დაფუსისა და ირვინ კარდონას ტრიოს, რომელმაც დღეს შესანიშნავად იმუშავეს. ლუკას სტასინი და ზურიკო დავითაშვილი ჩვენთან არიან, მათზე იმედს ვიმყარებთ, თუმცა შეტევაში საკმარისი არჩევანი გვაქვს, თუ მათ წასვლა გადაწყვიტეს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობს“ | კინმა და კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრეს
„ვერ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობს“ | კინმა და კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრეს