ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

პენალტი მოიპოვა და საგოლე პასი გააკეთა | გაგნიძის კარგი მატჩი უკრაინაში

უკრაინის ჩემპიონატის მე-12 ტურში ნიკა გაგნიძის „კოლოს კოვალივკა“ „კუდრივკას“ დაუპირისპირდა და სტუმრად გამართული შეხვედრა 3:1 მოიგო. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გაგნიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და 35-ე წუთზე ანდრეი სტორჩუსის გოლით დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე „კოლოს კოვალივკამ“ წონასწორობა აღადგინა. გაგნიძე მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და მის მიერ მოპოვებული პენალტი არინალდო რაპაიმ გაიტანა.

მე-80 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიკამ ჭკვიანური პასი გააკეთა, რომელიც იური კლიმჩუკმა გამოიყენა და „კოლოს კოვალივკა“ წინ გაიყვანა. 85-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდეს და დამაჯერებლად მოიგეს.

ცნობისთვის, გაგნიძის „კოლოს კოვალივკას“ 12 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „დინამო კიევია“, რომელსაც 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | აიაქსის ფეხბურთელმა კვარა გამოარჩია
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | აიაქსის ფეხბურთელმა კვარა გამოარჩია