მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | აიაქსის ფეხბურთელმა კვარა გამოარჩია
„აიაქსის“ ფეხბურთელმა, მიკა გოდტსმა ESPN-ის შეკითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ბელგიელ ახალგაზრდას სთხოვეს, დაესახელებინა მარცხენა გარემარბები, რომლებიც მისი აზრით, ამ მომენტისთვის საუკეთესონი არიან.
გოდტსმა საკუთარ სამუელში „კვარა“ შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელის გარდა, მიკამ საკუთარი თავი და ნეიმარი გამოარჩია. ბელგიელმა თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა და მისი სამეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ლამინ იამალი, ნუნუ მენდეში.
Mika Godts beantwoordt een paar moeilijke vragen ???? pic.twitter.com/3o577qaTUJ
— ESPN NL (@ESPNnl) October 18, 2025
ცნობისთვის, გოდტსი პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც 20 წლისაა. მას „აიაქსთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივლისამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონში გამართულ 9 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 13 მილიონი ევროა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩას გოლი ჯერ არ გაუტანია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თავი გამოიჩინა და „ატალანტასა“ და „ლევერკუზენის“ კარი აიღო. „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.