გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„იმედია, მომდევნო დღეებში მზად იქნება“ | უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვეზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ „ჩაკვე“ 1-2 კვირაში მზად იქნება და „კრაზანების“ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს მალე აცნობებს.

„ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ცალკე მუშაობს, თუმცა ერთი ან ორი კვირის შემდეგ შესაძლოა, მასთან დაკავშირებით კარგი ამბები გვქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად. გიორგი კარგად მუშაობს, სამედიცინო შტაბიც შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო დღეებში ის მზად იქნება.“

ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რომელიც საკმაოდ გაიწელა. „ჩაკვეს“ ფეხის თითის პრობლემები აწუხებს და ოქტომბერში გრასიამ განაცხადა, რომ გიორგი საუკეთესო მომენტში უნდა დაბრუნდეს.

ცნობისთვის, ჩემპიონშიფის 14 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხიზანას ზარის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“ - ნაკრების დებიუტანტის პირველი  ემოციები
„ხიზანას ზარის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“ - ნაკრების დებიუტანტის პირველი ემოციები