კონფერენს ლიგა | კაშიას სლოვანმა წააგო, აზაროვის შახტარმა მარტივად მოიგო
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ „კუპსს“ დაუპირისპირდა, ხოლო ირაკლი აზაროვის „შახტარი“ „ბრეიდაბლიკს“ შეხვდა. უკრაინელებმა 2:0 მოიგეს, სლოვაკები კი სტუმრად 1:3 დამარცხდნენ.
კაშიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. გურამი მაშინ შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და ქართველი ფეხბურთელის გასვლის შემდეგ „კუპსმა“ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო.
რაც შეეხება აზაროვს, ირაკლიმ შეუცვლელად ითამაშა და დამაჯერებელი იყო. ქართველმა მცველმა 4-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, ერთი საკვანძო გადაცემა გააკეთა და 70-დან 62 ზუსტი პასი შეასრულა. Sofascore-მა აზაროვს 7.6 ქულა დაუწერა.
ცნობისთვის, სამი ტურის შემდეგ „შახტარს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. „სლოვანი“ კვლავინდებურად უქულოდაა და 0 ქულით 33-ე ადგილზეა.