ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

FIFA The Best-ის დაჯილდოება | ხვიჩას სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს

FIFA The Best-ის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია და ასევე გაირკვა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. შემტევთა შორის საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ და FIFA-მ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„კვარას“ კონკურენტები არიან: სალემ ალ დავსარი, ბრედლი ბარკოლა, უსმანე დემბელე, დეზირე დუე, სერუ გირასი, ვიქტორ გიოკერეში, ერლინგ ჰოლანდი, ლუის ენრიკე, ალექსანდრ ისაკი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ჟოაუ პედრო, რაფინია, მატეო რეტეგი, კრიშტიანუ რონალდუ, მო სალაჰი, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი.

შემტევების გარდა, FIFA-მ ნახევარმცველები, მცველები და მეკარეები გამოარჩია. საერთო ჯამში, სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად 88 ფეხბურთელი იბრძვის და გამარჯვებულები გამოკითხვით გამოვლინდებიან, რომელიც 28 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მიღწევები ფენომენალურია“ - ბისპინგის მოსაზრება მსუბუქ წონით დივიზიონზე
„მისი მიღწევები ფენომენალურია“ - ბისპინგის მოსაზრება მსუბუქ წონით დივიზიონზე