გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ერთ-ერთ ლიდერს მოუგეს - მეცმა სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში „მეცმა“ მეორეადგილოსან „ლანსს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 2:0.

რაც შეეხება „მეცის“ ქართველ ლეგიონერებს, გიორგი წიტაიშვილმა მატჩი სასტარტოდან დაიწყო, 3-4-3 სქემაში მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე მოქმედებდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. აქტიურობდა, საგოლე გადაცემასთანაც ახლოს იყო. შეფასების სახით 7.4 მიიღო. 81-ე წუთზე შეცვალეს და თამაშში მის ნაცვლად აბუაშვილი ჩაერთო.

მატჩი დრამატული და დაძაბული გამოდგა. 87-ე და 91-ე წუთზე ჰეინმა დუბლი შეასრულა, გოლის აღნიშვნის დროს მეორე ყვითელიც მიიღო და მოედანიც დატოვა, თუმცა თავის გუნდს სეზონის პირველი მატჩი მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „მეცი“ 5 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.

ცხელი ამბები