მანუელ ნოიერი
Aa
Aa

„მესამე ლიგაში მცველად ან საყრდენად ვითამაშებდი“ - მანუელ ნოიერი

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა France Football-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მესამე დივიზიონში ცენტრალურ მცველად ან საყრდენ ნახევარმცველად თამაშს შეძლებდა.

„შემეძლო თუ არა სხვა პოზიციაზე თამაში? სხვა ლიგაში ნამდვილად ვითამაშებდი. არ ვიცი, რა დონეზე - ცოტა სისწრაფე მაკლია. თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში ნორმალურ დონეზე ვითამაშებდი. შემეძლო, ცენტრალური მცველი ან საყრდენი ნახევარმცველი ვყოფილიყავი.

ეს ძალიან საინტერესო საკითხია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მეკარის პოზიციაზე მივაღწიე. ვფიქრობ, მესამე დივიზიონში თამაშს შევძლებდი - ისეთ გუნდში, რომელიც ბურთის კონტროლზე გააკეთებდა აქცენტს“.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი „შალკეს“ აკადემიის აღზრდილია - ამ კლუბში მან 6 სეზონი გაატარა, 2011 წლიდან კი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავს. გერმანიის ნაკრებთან ერთად ნოიერმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ორჯერ დასახელდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად (2011, 2014). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნმა ნოიერი გაურკვეველი დროით დაკარგა
ბაიერნმა ნოიერი გაურკვეველი დროით დაკარგა