„მადლობა ყველაფრისთვის“ | მამარდაშვილმა ოჩოტორენას პატივი მიაგო
გიორგი მამარდაშვილი ხოსე მანუელ ოჩოტორენას გარდაცვალებას გამოეხმაურა. „მამარდამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილ მენტორს პატივი მიაგო.
„ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე. მადლობა, რომ მენდე და დამეხმარე გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი. თითოეულ ჩვენგანში, ვინც შენგან ცოდნა მიიღო, შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს. მშვიდად განისვენე ოჩოტო.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო თვეების განმავლობაში ოჩოტორენა დაავადებას ებრძოდა და სამწუხაროდ, მისი დამარცხება ვერ მოახერხა. როდესაც გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადავიდა, მასთან სწორედ ოჩოტორენა მუშაობდა. ესპანელმა სპეციალისტმა „მამარდას“ პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა.