ჩხეტიანის დუბლი | 17-წლამდე ნაკრების გამარჯვება ლატვიასთან
Aa
Aa

ჩხეტიანის დუბლი | 17-წლამდე ნაკრების გამარჯვება ლატვიასთან

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში ტატა მატვეევას გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვიას 3:2 მოუგო.

მე-6 წუთზე ლატვიელები დაწინაურდნენ, თუმცა მე-15 წუთზე ბერიძის პასით ჩხეტიანმა ანგარიში გაათანაბრა, 24-ე წუთზე გრიგალაშვილის გადაცემას კაკულიას გოლი მოჰყვა. 38-ე წუთზე ლატვიელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. რიცხვობრივ უმცირესობაში თამაშის მიუხედავად ლატვიამ 59-ე წუთზე პენალტიდან წონსწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე წიქარიძის პასით ჩხეტიანმა მეორე და გამარჯვების გოლი შეაგდო.

პირველ ტურში ჯგუფის ლიდერ ყაზახეთთან 2:4 დავმარცხდით, მეორე ტურში ლატვიას ვაჯობეთ, მესამე ტურში ჩვენი მეტოქე ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები იქნება. მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები