მათე ისაკაძე
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე

ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში ქართველი ფეხბურთელი მათე ისაკაძე გამოიძახეს. როგორც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 15-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ დონოჰიმ ესპანეთთან ამხანაგური მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია და მათე მათ შორისაა. ირლანდიის 15-წლამდე ნაკრები ალიკანტეში ესპანეთთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს (28 და 30 ოქტომბერი). 

მათე 2011 წლის 20 მაისს ირლანდიაში დაიბადა, 14 წლისაა. 1,72 მ. სიმაღლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, 2024 წლის მაისიდან „შემროკ როვერსის’’ აკადემიის ფეხბურთელია.

მათეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ირლანდიის. ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს. ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში მიწვევის მიუხედავად ფეხბურთელს სამომავლოდ ნაკრების შეცვლა შეუძლია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მასზე ინფორმაციის მოწოდება. პერიოდულად მათესთან დაკავშირებით, მისი კარიერული სიახლეების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.

ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი დრიბლინგით, კარგი პასითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. მათეს თამაშის გამორჩეულ მომენტებს გთავაზობთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ რთული დარტყმები მოიგერია | ლივერპული ბრენტფორდთან დამარცხდა
მამარდამ რთული დარტყმები მოიგერია | ლივერპული ბრენტფორდთან დამარცხდა