Aa
Aa

მესიმ კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა

ლიონელ მესიმ თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-600 გოლი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარში გაიტანა.

არგენტინელის გოლით „ბლაუგრანამ“ თამაში 1:0 მოიგო, ხოლო მესიმ გოლი ჯარიმიდან გაიტანა, რაც ლა ლიგის ზედიზედ მე-3 ტურში მოხდა.

30 წლის სუპერვარსკვლავს ნაკრების მაისურით 61 გოლი აქვს გატანილი, „ბარსას“ რიგებში კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით მეტოქეთა კარი 539-ჯერ აიღო.

მისი ყველაზე სასურველი მეტოქე „სევილიაა“, რომლის კარშიც 29-ჯერ გაიტანა, 28-ჯერ „ატლეტიკო“ დაამწუხრა, ხოლო 25-ჯერ „რეალი“.

ლიონელ მესის 600 გოლი, 747 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები