ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია ესპანეთში ნარკოტიკებთან და ბულინგთან ბრძოლის ელჩი გახდა

ილია თოფურია კერპი გახდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით ესპანეთში, სადაც ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები მას მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ.

Marca-ს ინფორმაციით, UFC-ის ორგზის ჩემპიონში ახალგაზრდები საკუთარ თავს ხედავენ. სწორედ ამ მიზეზით, „ელ-მატადორი“ ნარკოტიკებთან და ბულინგთან ბრძოლის ელჩი გახდა.

თოფურიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და ბულინგის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„სკოლაში რომ ვიყავი, მახსოვს, ბულინგის გარკვეული ფორმა განვიცადე. შესვენებაზე უფროს ბიჭებს ჩემი ფულის, ტანსაცმლის წართმევა უნდოდათ. სიმამაცე მოვიკრიბე და ჩემს ძმას ვუთხარი, რომელმაც ყველაფერი მოაგვარა. ვიცრუებ, თუ გეტყვით, რომ რაღაც მომენტში ცდუნება არ მქონდა, მაგრამ ის ჩემმა ოცნებებმა და ცხოვრებისეულმა მიზნებმა გადაწონა. სპორტმა მასწავლა გაკვეთილები, რომლებსაც სხვაგან ვერ ვისწავლიდი“, – თქვა ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში იწერება, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ გეიჯიმ განაცხადა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ, კარიერას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი
„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი