ვენსან კომპანი
Aa
Aa

2029 წლამდე - ბაიერნმა კომპანისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ვენსან კომპანისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რეკორდმაისტერმა“ 39 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი ორი წლით, 2029 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ბელგიელი სპეციალისტი „ბაიერნში“ 2024 წლის ივლისიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ბუნდესლიგა მოიგო.

სულ კომპანის მოსვლის შემდეგ „ბაიერნმა“ 67 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 49 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 9 წააგო. მიმდინარე სეზონში გუნდმა 11-ვე მატჩი მოიგო (7 ბუნდესლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 გერმანიის თასზე და 1 სუპერთასზე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიულერს გაუსწრო - ნოიერის რეკორდი ბაიერნში
მიულერს გაუსწრო - ნოიერის რეკორდი ბაიერნში