ოფიციალურად: ესპანეთის ჩემპიონატში ვიდეო რეფერის გამოიყენებენ
ლა ლიგის ხელმძღვანელობამ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2018/2019 წლების სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში ვიდეო რეფერის (VAR) ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
Football Espana-ს ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის ვიდეო რეფერის გამოსაყენებლად ესპანელ მსაჯებს უკვე ავარჯიშებენ.
ესპანური ფეხბურთის მამები ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არბიტრებმა უამრავი კატასტროფული შეცდომა დაუშვეს და ისინი დაცინვის ობიექტებად იქცნენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგასა და იტალიის სერია A-ში ხსენებულ ტექნოლოგიას უკვე იყენებენ და თან საკმაოდ წარმატებითადაც.