საბა საზონოვი
Aa
Aa

პროექტის სრულფასოვანი ნაწილი არასდროს ყოფილა | ტურინული გამოცემა საზონოვზე

Toronews-ი „ტორინოს'' ქართველ მცველზე, საბა საზონოვზე წერს, რომელიც მიმდინარე სეზონში სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანეს. ქართველი მცველი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა პროექტის ნაწილი აღარაა. ერთადერთი ვარიანტი კარიერის სერბეთში გაგრძელებაა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, თუმცა როგორც ჩანს სერბეთიდან საინტერესო  წინადადება არ მიუღია. სავარაუდოდ, საბა ზამთრამდე „ტორინოში'' დარჩება და შემდეგ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

„საბას „ტორინოში’’ დამაჯერებლად არასდროს უთამაშია. ეტაპობრივად კარგავდა როგორც დროს, ისე ნდობას. არცერთი მწვრთნელი მას პროექტის სრულფასოვან ნაწილად არ მიიჩნევდა, ხოლო „ემპოლიში’’ იჯარით გატარებული პერიოდი, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმით ნაადრევად დასრულდა, საბოლოოდ ჩააქრო აღორძინების უკანასკნელი იმედიც.

ეს მდგომარეობა ნათლად ასახავს ოპერაციის წარუმატებლობას, რომელიც ამჟამად უამრავ კითხვას ბადებს. როცა „ტორინომ’’ იგი პერსპექტიულ მოთამაშედ შეიძინა, მიზანი იყო თანდათანობით მისი განვითარება და ტაქტიკურ სისტემაში ინტეგრაცია, რომელიც ზრდაში დაეხმარებოდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რეალობამ საპირისპირო მიმართულება მიიღო’’.

გასულ ზაფხულში საბას ჯერ ბუნდესლიგა 2-ში და შემდეგ ლა ლიგაში კარიერის გაგრძელების შანსი ჰქონდა. გერმანიაში ტრანსფერი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ ჩაშალა. Tuttosport-ი წერდა, რომ ბუნდესლიგა 2-ის „კაიზერსლაუტერნს’’ საბას დამატება სურდა, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში იყო, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გერმანული კლუბი მოლაპარაკებიდან გავიდა, ტრანსფერი ჩაიშალა.

23 წლის ცენტრალური მცველი „ხეტაფეში'' მოულოდნელი მიზეზის გამო ვერ გადავიდა. იტალიურ მედიასთან საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა ისაუბრა და ტრანსფერის ჩაშლის მიზეზიც გაამხილა: „დიახ, ესპანელებისგან შეთავაზება მივიღეთ და ყველაფერზე შევთანხმდით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი „ხეტაფეში“ გადასვლა ჩაიშალა, ის იყო, რომ „ტორინომ“ არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო ბეშიქთაშში გადასვლისთვის მზადაა | მწვრთნელის ფავორიტი მოთამაშეა
ზურიკო ბეშიქთაშში გადასვლისთვის მზადაა | მწვრთნელის ფავორიტი მოთამაშეა