ტრავმის გამო, ლევანდოვსკი 1 თვეს გამოტოვებს - AS
რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა ტრავმის გამო, ერთი თვე გამოტოვოს.
„ბარსელონამ“ განაცხადა, რომ 37 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა. რობერტი პოლონეთის ნაკრებთან ვარჯიშის შემდეგ, გუნდს ტრავმით დაუბრუნდა.
გამოცემა As-ის ცნობით, ფეხბურთელი მომდევნო ოთხ კვირას გამოტოვებს. ამგვარად, ის ელ-კლასიკოშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნაკრებში ყოფნისას, ტრავმა მიიღო ასევე კატალონიელთა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2-3 კვირა ვერ ითამაშებს.
ცნობისთვის, ლევანდოვსკი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე რობერტის საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.