„ბავშვია, რომელიც მთელი თამაში წუწუნებს“ | გუისა ვინისიუსს აკრიტიკებს
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელ გუისამ „რეალის“ გარემარბზე, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა. გუისამ ბრაზილიელი შემტევი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის პატარა ბავშვია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში წუწუნებს.
„ხალხს შენ მიმართ პატივისცემა რომ გაუჩნდეს, ჯერ შენ უნდა სცე პატივი სხვებს. ვინისიუსი ბავშვია. მისი ყველა ქცევა მაღიზიანებს. მთელი დღე, მთელი მატჩის განმავლობაში წუწუნებს. კარგი რა, ეს ფეხბურთია და ჩარტყმები და კონტაქტი მისი განუყოფელი ნაწილია. ბედნიერი იყავი, რომ მსაჯებს VAR-ის გამოყენება შეუძლიათ.“
???? Dani Güiza habla con dureza de Vinicius en palabras en 'El Chiringuito' pic.twitter.com/cMm3W3Jmmd
— MARCA (@marca) October 9, 2025
ცნობისთვის, გუისა ესპანეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონი გახდა და ლა ლიგის 2007/08 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მოიპოვა. სხვადასხვა დროს მას „ხეტაფეში“, „მალიორკაში“, „ფენერბაჰჩეში“ „კადისში“, „ხერესსა“ და „სერო პორტენოში“ უთამაშია.