ჟერარ პიკე, ილია თოფურია
Aa
Aa

„ელ კლასიკოს ძველი ტრავმები გაიხსენა“ | ილიამ პიკე EA FC-ში გაანადგურა

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა. „ელ მატადორი“ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, ჟერარ პიკეს ცნობილ ვიდეოთამაშში, EA Sports FC 26-ში დაუპირისპირდა და მას შანსი არ დაუტოვა.

„ჟერარ პიკე ჩემს სახლში მოვიდა, რომ ელ კლასიკოს ძველი ტრავმები გაიხსენოს“, - დაწერა ილიამ, თუმცა მატჩი მისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. „ბარსელონათი“ მოთამაშე პიკე თოფურიას „რეალთან“ 3:2 დაწინაურდა და თქვა კიდეც, ამ თამაშს 6:2-ის სუნი ასდისო. მისდა სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა...

თოფურიამ ანგარიში გაათანაბრა და სამი გოლითაც დაწინაურდა - 6:3. „დაუჯერებელია. ყველა დარტყმა გოლია“, - აღნიშნა პიკემ, რის შემდეგაც „ელ მატადორმა“ მას გაახსენა, რომ ცოტა ხნის წინ 6 გოლის გატანაზე ლაპარაკობდა... ესპანელმა ფეხბურთელმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ, ილიამ 7:4 მოიგო.

View this post on Instagram

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

„შეხედე რა ნელია. რა სჭირს? დაცვაში არ ჩადის...“, - ამბობდა პიკე, რაზეც ილიამ ასე უპასუხა: „ეს ფეხბურთი არაა, ეს მაგიაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე