მემფის დეპაი
Aa
Aa

ბრაზილიაში პასპორტი მოპარეს - დეპაი ნაკრებს ვერ უერთდება

ნიდერლანდელ ფორვარდ მემფის დეპაის, რომელიც გასული წლიდან „კორინთიანსის“ ღირსებას იცავს, ბრაზილიაში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს, რომელიც აეროპორტში მიდიოდა, რათა სამშობლოში გამგზავრებულიყო და ეროვნული ნაკრების მატჩებში მიეღო მონაწილეობა, ბრაზილიაში პასპორტი მოპარეს.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ყველა შესაძლო ზომას იღებენ, რათა ფეხბურთელმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ბორტზე ასვლა, თუმცა მალტასა და ფინეთის წინააღდეგ შესარჩევ მატჩებში მისი მონაწილეობა ახლა კითხვის ქვეშაა.

„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოხატა, ვინაიდან, მისი თქმით, მემფისს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მემფისი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მის ანგარიშზე 51 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარკოლა უკან გააბრუნეს - სამფეროვნების მორიგი დანაკლისი
ბარკოლა უკან გააბრუნეს - სამფეროვნების მორიგი დანაკლისი