ფლორიან ვირცი
Aa
Aa

„ნორმალურ პასებს არ აწვდიან“ - ფიოლერი ვირცის პრობლემებზე

„ლივერპულის“ მიერ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი უდავოდ „ლევერკუზენიდან“ ფლორიან ვირცის დამატება გახლდათ, რომელიც ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს აშკარად ვერ ამართლებს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაში მდგომარეობას ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის მთავარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით Bild-ის ჟურნალისტმა გერმანიის ნაკრების სპორტულ დირექტორს რუდი ფიოლერს მიმართა, რომლისგანაც ასეთი პასუხი მიიღო:

„ფლორიანი მოედანზე უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, ბევრს დარბის და საჭიროების შემთხვევაში უკან დაცვის დასახმარებლად ჩამოსვლაც არ ეზარება. თუმცა, პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? მას ისეთ პასებს არ აძლევენ, როგორსაც „ბაიერსა“ და გერმანიის ნაკრებშია მიჩვეული და ამ ყველაფრის სრულყოფისთვის კვირები და თვეებია საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფლორიან ვირცი არამხოლოდ „ლევერკუზენის“, არამედ მთლიანად გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში თავი 16 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი კლუბი ისევ მიმზიდველია“ - ბაიერნის დირექტორი ჩაშლილ ტრანსფერებზე
„ჩვენი კლუბი ისევ მიმზიდველია“ - ბაიერნის დირექტორი ჩაშლილ ტრანსფერებზე