პეპ გუარდიოლა, სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი
Aa
Aa

„მათთან ერთად უნდა ვივახშმო“ - გუარდიოლამ ლეგენდები მიიპატიჟა

პეპ გუარდიოლას რამდენიმე დღის წინ „ბრენტფორდთან“ გამართული შეხვედრა ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება. „ქალაქელებმა“ მეტოქე ერლინგ ჰოლანდის გოლით დაამარცხეს და კატალონიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში რიგით 250-ე გამარჯვება იზეიმა, რითაც გუარდიოლა სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის რიგებს შეუერთდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პეპმა ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჩემთვის პატივია ისეთი ლეგენდების გვერდით ყოფნა, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი არიან. ორივე მათგანი უახლოეს მომავალში ვახშამზე უნდა დავპატიჟო, თუმცა შეიძლება ეს მანჩესტერში არ მოხდეს - მინდა ისეთი ადგილი მოვძებნო, სადაც მზე კვირაში ერთხელ მაინც ანათებს. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და იმედია 500-მდე ავალ“.

ცნობისათვის, 250 თამაშის მოსაგებად თუ პეპ გუარდიოლას სულ რაღაც 359 მატჩის გამართვა დასჭირდა, ამ ნიშნულამდე მისვლისთვის არსენ ვენგერმა და სერ ალექს ფერგიუსონმა „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოედანზე შესაბამისად, 423-ჯერ და 404-ჯერ გაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი: ფერგი მეუბნებოდა, რომ ნაკრებში 45 წუთზე მეტი არ მეთამაშა
რუნი: ფერგი მეუბნებოდა, რომ ნაკრებში 45 წუთზე მეტი არ მეთამაშა