დრაქსლერი: გერმანიაში პროგრესის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა
Aa
Aa

დრაქსლერი: გერმანიაში პროგრესის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა

„შალკეს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა ის მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც მან ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლას „ვოლფსბურგში“ ტრანსფერი ამჯობინა. 21 წლის გერმანელის თქმით, სამშობლოში მას თავისი პოტენციალის გამომჟღავნების გაცილებით დიდი შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კევინ დე ბრუინეს „მანჩესტერ სიტიში“ წასვლის გამო გულდაწყვეტილია.

„შალკე“ იმიტომ დავტოვე, რომ გარემოს შეცვლა მსურდა. ვფიქრობ, იტალიასთან შედარებით, გერმანიაში პროგრესის მეტი შესაძლებლობა გამაჩნია. ბუნდესლიგას კარგად ვიცნობ. ერთადერთი, რის გამოც გული დამწყდა, კევინ დე ბრუინეს „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერია. მასთან ერთ გუნდში თამაში კარგი იქნებოდა“ - განაცხადა დრაქსლერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები