ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ილიას შანსი არ ექნება“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი კროუფორდი-თოფურიაზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა დამირ ისმაგულოვმა ილია კრივში ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორს“ ამერიკელ მოკრივესთან შანსი არ ექნება.

რას ამბობს ისმაგულოვი:

„მართლა სასაცილოა, როდესაც თოფურია კროუფორდს იწვევს და თან ეუბნება, რომ კრივის წესებით დაამარცხებს. კროუფორდმა ალვარესსაც მოუგო... კრივი სულ სხვა საკითხია, საერთოდ სხვა სამყარო. თუ MMA-ის მებრძოლები მართლა ფიქრობენ, რომ იმდენად კარგი ხელები აქვთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან შეუძლიათ ბრძოლა, ეს სრული სისულელეა. ამჟამად, კროუფორდი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. და ვიღაც MMA-ის ბიჭს მასთან კრივი სურს... თოფურიას შანსი საერთოდ არ აქვს.“

რამდენიმე კვირაა, რაც ილია თოფურიასა და ამერიკელ მოკრივეს, ტერენს კროუფორდს, შორის ე.წ. „თრეშთოქი“ მიმდინარეობს. ილიამ განაცხადა, რომ კროუფორდს რინგზე პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა, ხოლო ტერენსმა თავის მხრივ თქვა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ილია თოფურია.

აქვე გეტყვით, რომ 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას-ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სენდჰეგენს მერაბის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა ექნება“ - რეი ლონგო სატიტულო ჩხუბზე
„სენდჰეგენს მერაბის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა ექნება“ - რეი ლონგო სატიტულო ჩხუბზე