„სწორ გადაწყვეტილებებს იღებს“ | ტორონტოს ცენტრმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
„ტორონტო რეპტორსის“ ცენტრმა, იაკობ პოელტლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ავსტრიელმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილზეც ისაუბრა, რომელიც „ტორონტოს“ ახლახან შეუერთდა და განაცხადა, რომ „მამუ“ პარკეტზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
„მე და სანდროს განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს. მამუკელაშვილი შედარებით დაბალი ცენტრია, რომელსაც მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. მამუ პარკეტზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს, რაც კელი ოლინიკის ტორონტოში ყოფნისას გვქონდა. მე და ოლინიკი განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვიყავით და გუნდს სხვადასხვა შეტევითი ვარიანტის გამოყენების საშუალებას ვაძლევდით.
ბოლო კვირების განმავლობაში მამუს რამდენჯერმე ვესაუბრე. ვილაპარაკეთ არა მხოლოდ იმაზე, უკეთესი კალათბურთელი როგორ გახდეს, იმაზეც მისი სტილი ჩვენს შეტევასა და დაცვას როგორ ერგება. ვილაპარაკეთ, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ტორონტოში ყოფნისას მივიღე. მას შეუძლია, პროგრესს მიაღწიოს და ვფიქრობ, მამუკელაშვილს ჩვენთვის საკალათბურთო მრავალფეროვნება შემოაქვს.“
შეგახსენებთ, რომ „ტორონტო რეპტორსი“ წინასასეზონო მზადებს 7 ოქტომბერს იწყებს და პირველ შეხვედრას „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავს. „რეპტორსი“ რეგულარულ სეზონს 23 ოქტომბერს, „ატლანტა ჰოუქსთან“ მატჩით იწყებს.