ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

თავს კარგად გრძნობს | ლოჩოშვილის დაზიანება მძიმე არაა

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-7 ტურში „ნიურნბერგი’’ შინ ბერლინის „ჰერტასთან’’ 0:3 დამარცხდა. „ნიურნბერგის’’ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტო 11-ეულში ათამაშა და 70-ე წუთზე დაზიანების გამო შეცვალა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ლუკას ტრავმა მძიმე არაა და უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს სათამაშო პრაქტიკით შეხვდება.

გასულ ზაფხულში 27 წლის ცენტრალური მცველი „კრემონეზედან'' გერმანულ კლუბში გადავიდა, კლოზე დიდ ნდობას უცხადებს, შვიდივე ტურში სასტარტოში ათამაშა და მხოლოდ „ჰერტასთან'' შეცვალა.

ფეხბურთელმა, რომელმაც ივნისში კაპო ვერდესთან ამხანაგურ მატჩში ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა, სექტემბერში მუნდიალის შესარჩევში თურქეთთან და ბულგარეთთან სასტარტო შემადგენლობაში იყო, თურქეთთან მარცხენა მცველის პოზიციაზე, ბულგარეთთან - ცენტრალური მცველის. მოკლედ, სანიოლის მიერ შერჩეულ 11-ეულში რეგულარულად ხვდება და მისი სტაბილური თამაში ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე გეტყვით, რომ „ნიურნბერგი'' კრიზისშია, ბუნდესლიგა 2-ის 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 5 დათმო, 18-გუნდიან ჩემპიონატში 4 ქულით მე-16 ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაში გადაარჩინეს | მოისწრაფიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში
თამაში გადაარჩინეს | მოისწრაფიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში