თამაში გადაარჩინეს | მოისწრაფიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება სლოვაკეთში
სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში „ჟილინა’’ – „ტრანავას’’ მატჩი 2:2 დასრულდა. ამ მომენტისთვის „სლოვანი'' პირველზეა, „ტრნავასა'' და „ჟილინას'' ანგარიშზე 16-16 ქულაა.
„ჟილინას'' სასტარტო 11-ეულში სანდრო ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა. „ტრანავას’’ რიგებში გიორგი მოისწრაფიშვილი (90 წუთი) და ლუკა ხორხელი (55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში) ვიხილეთ. „ჟილინა’’ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა 85-ე წუთზე მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ ჰილარი გონგმა სანდრო ნარიმანიძეს მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო, გაიტანა და „ტრნავამ’’ ქულა წამოიღო.
მოისწრაფიშვილი სლოვაკურ გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდა, სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ევროტურნირებს, კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე საერთო ჯამში ხუთი მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მოკლედ, სლოვაკურ გუნდს კარგად შეეწყო, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს.