ოფიციალურად: მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დრო შეიცვლება
დღეს, UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა და გამოაქყვენა, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის თამაშების დაწყების დრო იცვლება.
როგორც აქამდე იყო, ლიგის მატჩები თბილისის დროით 22:45 და (ზამთრის დრო 23:45) საათზე იწყებოდა. გაისად კი შეხვედრები ორ ნაწილად გაიყოფა და სხვადასხვა დროს დაიწყება.
პირველი შეხვედრების ნაკადი თბილისის დროით 20:55 (ზამთრის დრო 21:55) საათზე აიღებს სტარტს, ხოლო მეორე ნაწილი 23:00 (ზამთრის დრო 00:00) საათზე დაიწყება.
ეს რა თქმა უნდა, მარკეტინგული გათვლაა და ასე ქომაგები უფრო მეტი მატჩის ნახვას შეძლებენ.