ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

პასუხი კრიტიკოსებს - დღე, როდესაც ზლატანმა ინგლისი დაადუმა

ფეხბურთელის კარიერაში ხანდახან შეგიძლია ზუსტად დაასახელო ის მომენტი, როცა გულშემატკივრის თავსი თითქოს ნათურა აინთო. ის წამი, როცა ფანი ფეხბურთელს ეჭვის თვალით უყურებს და შემდეგ, ერთ-ერთ მატჩში, მისი დამოკიდებულება სრულიად იცვლება. ლიონელ მესისაც ჰქონდა ასეთი მომენტი, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუს — ორივემ დაუმტკიცა ეჭვიანებს, რომ პასუხი მხოლოდ მოედანზე გაიცემა!!

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელისათვის, ერთმა თამაშმა მთელ ქვეყანაზე მუდმივი კვალი დატოვა, რომელიც მანამდე მის მიმართ სკეპტიციზმით იყო სავსე. 2012 წლის 14 ნოემბერს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისეთი წარმოდგენა მოაწყო, რომელმაც ის უბრალოდ "კიდევ ერთი ნიჭიერი თავდამსხმელისგან" „ზლატანად“ აქცია.

წლების განმავლობაში ინგლისელი გულშემატკივრები და მათი მედია ეჭვის თვალით უყურებდნენ იბრაჰიმოვიჩს. ამბობდნენ, რომ ის უფრო ეფექტური გოლების გამტანი იყო, ვიდრე დიდი ბომბარდირი. ხშირად მიუთითებდნენ მის სუსტ შედეგებზე ინგლისურ კლუბებთან — 2012 წლისთვის მას მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გატანილი 15 მატჩში, ისიც მხოლოდ „არსენალის“ წინააღმდეგ. ეს წარმოდგენა ძალიან მალე თავდაყირა დადგებოდა..

საბოლოოდ, ეს 2012 წელს შვედეთისა და ინგლისის მეორე დაპირისპირება იყო. ზაფხულში, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, ინგლისმა 3:2 მოიგო. იმ თამაშში იბრაჰიმოვიჩმა ვერ გაიტანა, თუმცა ეს შეხვედრა სრულიად სხვანაირი უნდა გამოსულიყო..

ინგლისის მთავარი მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რამდენიმე ახალ სახეს მისცა შანსი — მათ შორის იყვნენ სტივენ კოლკერი და ვილფრიდ ზაჰა. ამასთან, ეს იყო პირველი თამაში, რომელიც ახალ „ფრენდს არენაზე“ ჩატარდა.

იმ საღამოს სტადიონზე პოზიტიური მუხტი იგრძნობოდა — გულშემატკივრები სანახაობრივ მატჩს ელოდნენ, თანაც ბევრს სჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა შვედური ფეხბურთის ახალი ეპოქის დასაწყისი გამხდარიყო. ახალი სტადიონი, ახალი თაობის ფეხბურთელები (მას შემდეგ, რაც შვედეთი ევრო 2012-ზე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა) — ყველგან იყო ხელშესახები ოპტიმიზმი..

ზუსტად 19 წუთი დასჭირდა ზლატანს ანგარიშის გასახსნელად — ეს გოლი დიდად გამორჩეული არ იყო.. თანაც ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხანში ისტორიული სილამაზის გოლი შეიქმნებოდა..

გაშვებულმა გოლმა ინგლისი ცოტათი გამოაფხიზლა და შესვენებამდე სტუმრები უკვე დაწინაურდნენ დენი ველბეკისა და დებიუტანტი სტივენ კოლკერის გოლებით. თუმცა მეორე ტაიმი იყო ის, რასაც ყველა ყველაზე ნათლად იხსენებს — ის ტაიმი, რომელშიც იბრაჰიმოვიჩმა ინგლისელი გულშემატკივრები გააჩუმა. იქამდე კი მისი მიმართულებით გალობდნენ: „უბრალოდ სულელი ენდი კეროლი ხარ.“

ყველაზე დაუჯერებელი კი ის იყო, რომ იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიკი სულ რაღაც 14 წუთში შეასრულა. თანაც, თითოეული გოლი საოცრება იყო. ზლატანის „შოუ“ 74-ე წუთზე დაიწყო..

მან ცენტრიდან ჩაწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო, გაისწორა დარტყმისთვის და ისეთი ძალა და სიზუსტე ჩადო, რომ ჯო ჰარტს შანსი არ ჰქონდა. ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა — ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.. ეს იყო ნამდვილი ოსტატობის ნიმუში..

მისი მესამე გოლის დრო რამდენიმე წუთში დადგა - სხვა დროს ალბათ მსოფლიო მხოლოდ ამ გოლზე ილაპარაკებდა: 30 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო, დაბლა მარჯვენა კუთხეში სიზუსტითა და ძალით შესრულებული დარტყმა. მაგრამ ეს გოლიც კი დაიჩრდილა იმით, რაც შემდეგ მოხდა..

ის საღამო ზლატანმა ბრწყინვალე გამარჯვების გოლით დაასრულა. თითქოს მთელი მატჩი ამისთვის ემზადებოდა.. უკვე ჰქონდა ჰეთ-თრიკი შესრულებული იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აკრიტიკებდა, მაგრამ ჯადოქარს კიდევ ერთი ხრიკი ჰქონდა შემორჩენილი.. ისეთი ხრიკი, რომელმაც სკეპტიკოსები გულშემატკივრებად აქცია..

ზლატანმა ნაბიჯი უკან გადადგა. მიხვდა, რომ წინ წამოსულ ჯო ჰარტს სათანადო კონტაქტი ვერ ექნებოდა თავით თამაშისას, ამიტომ თვალს არ აშორებდა ბურთს და ერთდროულად, კარატეს მოძრაობის დამსგავსებული ილეთით, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი გოლი გაიტანა.

მისი მაღალი, მაგრამ საოცრად მოქნილი ფიგურის ნახვა, როგორ სწევდა ფეხს ასე მაღლა და მკვეთრი კუთხიდან ამხელა სიძლიერით ურტყამდა, უბრალოდ სუნთქვის შემკვრელი სანახაობა იყო..


ერთი წამით „ფრენდს არენაზე“ სუნთქვაც კი შეჩერდა — გაოცებულმა გულშემატკივრებმა ერთიანად ამოიოხრეს. მათთვის, ვინც წლები ეჭვობდნენ, თითქოს პირველად ნახეს ლეგენდა ცოცხლად, თითქოს აქამდე არც კი სჯეროდათ მისი არსებობის..

იბრაჰიმოვიჩმა მატჩის შემდეგ თქვა: „როგორც ყოველთვის, ინგლისური მედია მუდამ ჩემს წინააღმდეგ იყო. სულ იმას ამბობდნენ, რომ ინგლისური გუნდებისთვის გოლი ვერ გამქონდა. ასეთები არიან ინგლისელები - თუ მათ წინააღმდეგ გაიტანე, კარგი ფეხბურთელი ხარ, თუ ვერ გაიტანე - უკვე ცუდი..

იმ ღამით ზლატანმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ „კარგი ფეხბურთელი“ არ იყო. ეს იყო ის ღამე, როცა იბრაჰიმოვიჩი გმირად იქცა და ღამე, როცა ინგლისმა გაიგო: თუ მასში ეჭვს შეიტან, ის აუცილებლად დაგსჯის — ოღონდ ისე, რომ საბოლოოდ მოგხიბლოს და დაგაჯეროს..

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონობა და გზა ლივერპულამდე - მაკ ალისტერის ლამაზი სიზმარი
მსოფლიო ჩემპიონობა და გზა ლივერპულამდე - მაკ ალისტერის ლამაზი სიზმარი