ოთარ კაკაბაძე, გიორგი კვერნაძე, კრაკოვია, ფროზინონე
Aa
Aa

კაკაბაძის გუნდი გალიდერდა, კვერნაძე მწვრთნელმა შეაქო

პარასკევ საღამოს ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და თან საკმაოდ წარმატებითაც.

იტალიის სერია B-ს მე-4 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სტუდტიროლთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველი ფორვარდის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

რაც შეეხება უშუალოდ კვერნაძეს, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ლავინიმ ქართველის შეცვლა მისი გადაღლილობით ახსნა, თუმცა იქვე შეაქო და აღნიშნა, რომ კარგი მატჩი ჰქონდა.

„კვერნაძე? მან ძალიან კარგად ითამაშა, აქტიური იყო, თუმცა ფლანგზე ბევრი ენერგია დახარჯა და ბოლოს უჭირდა. ამიტომ, მისი შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო“.

„ფროზინონეს“ 4 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, იტალიის თასზე. სწორედ სათასო შეხვედრა ელის მის გუნდს 23 სექტემბერს „კალიარის“ წინააღმდეგ.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „კატოვიცეს“ ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა.

პოლონური კლუბის ქართველმა კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. როგორც ეს მიმდინარე სეზონში სისტემატურად ხდება,  კაკაბაძე 3-4-3 სქემაში მარჯვენა ვინგბექის პოზიციაზე თამაშობდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო - 7,2.

ამ გამარჯვების შემდეგ, „კრაკოვია” 17 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები