ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რომელ ადგილებზე არიან ქართველი ფეხბურთელების გუნდები
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის პირველი ტურის დასრულების შემდეგ GOAL-მა საკუთარი რეიტინგი განაახლა და ტურნირის ფავორიტები დაასახელა. ცნობილი გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე „ბარსელონა“ იმყოფება, რომელმაც „ნიუკასლი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.
„ბლაუგრანას“ მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ მოჰყვება, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს. პირველ ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა „ატალანტა“ გაანადგურა და GOAL-მა ქართველი ფეხბურთელი და ბრედლი ბარკოლა გამოარჩია.
„პარი სენ-ჟერმენმა ტიტულის დაცვა რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დაიწყო, მაგრამ დემბელესა და დუეს არყოფნა გუნდს საერთოდ არ დასტყობია. ბრედლი ბარკოლა და ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალენი იყვნენ და ლუის ენრიკეს გუნდმა ატალანტა 4:0 გაანადგურა. მთავარი დასკვნაა, რომ პსჟ-ს ლიგის მეორედ მოგების კარგი შანსი აქვს“, - წერს GOAL.
„პარი სენ-ჟერმენს“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ და „არსენალი“ მოჰყვებიან, ხოლო „რეალი“ მეხუთე პოზიციას იკავებს. „ბაიერნი“ - მეექვსეა, „მანჩესტერ სიტი“ - მეშვიდე, „ინტერი“ - მერვე, „ჩელსი“ - მეცხრე, „ტოტენჰემი“ - მეათე, „ნაპოლი“ - მეთერთმეტე, „ატლეტიკო“ - მეთორმეტე, „იუვენტუსი“ - მეცამეტე, „დორტმუნდი“ - მეთოთხმეტე, „აინტრახტი“ - მეთხუთმეტე.
რაც შეეხებათ სხვა ქართველ ფეხბურთელებს, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მე-19 ადგილზეა. გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ 21-ე გახლავთ, ხოლო გიორგი ზარიას „ქაირათი“ - ბოლო.