უნიკალური შემთხვევა - ხსოვნის გამო აცილებული საჯარიმო!
საჯარიმოს აცელა საკალათბურთო სამყაროში ნამდვილად არაა პოზიტიური მოვლენა, თუმცა „აიოვას“ გამთამაშებლის, ჯორდან ბოჰანონის შემთხვევა, სწორედ ის მომენტია, როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად ზედმეტია.
„აიოვას“ სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში მატჩის დასრულებამდე 2:15 წუთით ადრე ბოჰანონი საჯარიმო ხაზზე დადგა, სადაც მას ზედიზედ 34 ჯარიმა ჰქონდა გამოყენებული, ერთი ჩაგდებული საჯარიმოც და იგი „აიოვას“ ლეგენდარული კალათბურთელის - კრის სტრიტის რეკორდს მოხსნიდა.
სტრიტი გუნდში 90-იან წლებში თამაშობდა და ზედიზედ 34 ჯარიმა ჰქონდა ჩაგდებული, სამწუხაროდ კრისი 1993 წლის 19 იანვარს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ „აიოვამ“ მისი ნომერი ხმარებიდან ამოიღო და კრისის სახელობის ყოველწლიური პრიზიც დააწესა.

ბოჰანონმა რა თქმა უნდა ჯარიმა განზრახ ააცილა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: ეს არ არის რეკორდი, რომელიც მე უნდა მეკუთნოდეს, სტრიტის სახელი აუცილებლად უნდა დარჩეს „აიოვას“ ისტორიაში. ბოლო დროის მანძილზე მე ძალიან ახლოს ვიყავი მის ოჯახთან და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ორმაგად ემოციური მომენტი იყო საჯარიმოს აცელა.

„აიოვამ“ შეხვედრა 77-70 მოიგო, მაყურებელთა შორის მაიკ და პეტი სტრიტებიც იყვნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას კრისის მშობლებმა ბოჰანონის გადაწყვეტილება დააფასეს და განაცხადეს: ძალიან გახარებულები ვართ მისი ქმედებით, ჯორდანი ნამდვილად კარგი ადამიანია, თუმცა მომავალში მან საკუთარი შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს და გუნდის რეკორდი მოხსნას.
