გუტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

გუტი: “იმედი მაქვს, ერთ დღეს დიდ გუნდს მეც გავწვრთნი“

მადრიდის რეალის ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი ხოსე მარია გუტიერესი, იგივე გუტი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ ერთ დღეს რომელიმე დიდი გუნდის მწვრთნელი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო სამწვრთნელო გამოცდილებიდან 5 წელზე მეტი გავიდა, ესპანურ მედიასთან საუბრისას გუტი ამბობს:

„მწვრთნელობა ყოველთვის გამიხარდება, მაგრამ მე დიდ გამოწვევებს ვეძებ. ასეთი შანსი ჯერ არ მქონია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. კომენტატორობაც მომწონს, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სათადარიგოთა სკამთან ვხედავ. იმედი მაქვს, მომეცემა ისეთი შესაძლებლობა, როგორიც ჩაბი ალონსოს მიეცა.“

გუტიმ თავისი ყოფილი თანაგუნდელი ჩაბი ალონსოც შეაფასა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო:

„ის ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ მწვრთნელი გახდებოდა. მოედანზე სულ უფროსივით იქცეოდა - იცავდა კავშირს დაცვასა და შეტევას შორის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ გზას გაჰყვა.“

შეგახსენებთ, რომ ხოსე მარია გუტიერესის სამწვრთნელო კარიერა მადრიდის რეალის ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობას მოიცავს. ის ასევე ბეშიქთაშში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო ალმერიაში მთავარი მწვრთნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები