დანაკლისმა თავისი ქნა - საქართველო გერმანიასთან დამარცხდა
Aa
Aa

დანაკლისმა თავისი ქნა - საქართველო გერმანიასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში გერმანიასთან გამართა და 77:87 დამარცხდა. 

ილიას ზუროსის გუნდმა პირველი ტაიმი 13 ქულით წააგო.

საკადრო პრობლემებმა თავი დასაწყისიდანვე იჩინა. ნაკრებს ვერ ეხმარებოდა გიორგი ცინცაძეც, რომელმაც ტრავმა წინა შეხვედრაში ავსტრიის წინააღმდეგ მიიღო.

გერმანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სათადარიგოთა სკამის ჩათვლით ყველა პლიუსი გამოიყენეს.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი.

სათადარიგოდან აქტიურობდნენ და კარგად ერთვებოდნენ ბითაძე და ბერიშვილი.

ბერიშვილის დამაჯერებელი თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია. მისი სამქულიეანები გუნდისთვის ახალი იარაღია.

მეორე ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და გერმანელებს პრობლემები მალევე შეექმნათ. საბოლოოდ მესამე მეოთხედის შემდეგ ჩამორჩენა მხოლოდ 8 ქულა იყო.

მეოთხე და გადამწყვეტი პერიოდი ზუროსის გუნდმა აგრესიულად დაიწყო და ჩამორჩენა 5 ქულამდეც შეამცირა.

გამოუცდელმა შემადგენლობამ და მოკლე სკამმა მაინც თავისი ქნა და გერმანელები 12 ქულით კვლავ წინ გავიდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯებმა ყველა საკამათო ეპიზოდი გერმანელების სასარგებლოდ გადაწყვიტეს, რაც ძალიან სამწუხარო და არაპროფესიონალური იყო, თუმცა რას ვიზამთ...

9 ქულა, 5 მოხსნამ 2 ბლოკი და 5 პერსონალური - ასეთი იყო  გოგა ბითაძის მონაგარი, რომელმაც მეოთხე მეოთხედში პარკეტი დროზე ადრე დატოვა.

მაიკლ დიქსონის 26 ქულა ნაკრებს არ ეყო. ამერიკელ ლეგიონერს პარკეტზე მხარის ამბმელი არავინ ჰყავდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია, რადგან რომ არა დანაკლისი გამარჯვების კარგი შანსი გვექნებოდა.

მომდევნო ტურის შეხვედრები ზაფხულამდე არ გაიმართება და იმედია, იმ დროისთვის ილიას ზუროსს სრული საბრძოლო შემადგენლობა ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები