ფუტსალის ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
Aa
Aa

ფუტსალის ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბრატისლავა 23 სექტემბერს უმასპინძლებს. 

სლოვაკეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, მათ შორის ერთი დებიუტანტი, პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევია. ნაკრები სრული შემადგენლობით 14 სექტემბრიდან მოემზადება - გიორგი ღავთაძე გუნდს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)

წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ხაბალაევი (პსპ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ხალხს დასჭირდება, ასეც მოვიქცევი“ - თოფურია ესპანეთის პრემიერ-მინისტრობაზე
„თუ ხალხს დასჭირდება, ასეც მოვიქცევი“ - თოფურია ესპანეთის პრემიერ-მინისტრობაზე