ფინანსურ ჯარიმას ელოდებიან | ჩელსის პოზიცია წარდგენილ ბრალდებებზე
Aa
Aa

ფინანსურ ჯარიმას ელოდებიან | ჩელსის პოზიცია წარდგენილ ბრალდებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „ჩელსის“ 74 ბრალდება წარუდგინა. სავარაუდო დარღვევები რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდს უკავშირდება და „არისტოკრატებმა“ აგენტებთან არალეგალური გადახდები განახორციელეს.

„ლურჯები“ ფეხბურთის ასოციაციის ვერდიქტს ელოდებიან. Telegraph-ის მიხედვით, „სტემფორდ ბრიჯზე“ თვლიან, რომ კლუბს სპორტული სანქციები არ დაეკისრება და FA ფინანსური ჯარიმით შემოიფარგლება. 2023 წელს, იმავე პრობლემებთან დაკავშირებით, უეფა-მ „ჩელსის“ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის რაოდენობის ჯარიმა დააკისრა და ლონდონელები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

„ჩელსის“ ფეხბურთის ასოციაციასთან და პრემიერ ლიგასთან, რომელიც ცალკე გამოძიებას ატარებს, მოლაპარაკებები აქვს, რათა გამოსავალი მოინახოს. „არისტოკრატებს“ დრო 19 სექტემბრამდე აქვთ, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და Telegraph-ის მიხედვით, ლონდონელებისგან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ექნება.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ტრანსფერები, რომლებიც გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა, ედენ აზარის, ვილიანისა და სამუელ ეტოოსი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება, დაგღალეთ კიდეც“ - ანორთოსისმა ქეცბაია წარადგინა
„შეიძლება, დაგღალეთ კიდეც“ - ანორთოსისმა ქეცბაია წარადგინა