რეგლამენტის 74 დარღვევა - ჩელსის ოფიციალური ბრალდება წარედგინა
Aa
Aa

რეგლამენტის 74 დარღვევა - ჩელსის ოფიციალური ბრალდება წარედგინა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) „ჩელსის“ 74 მუხლით ბრალდებები წარუდგინა. კერძოდ, სავარაუდო დარღვევები კლუბში რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდს ეხება.

როგორც FA-ს განცხადებაშია აღნიშნული, დარღვევები ეხება შუამავლებთან მუშაობას და ფეხბურთელების საიმიჯო უფლებებში მესამე პირების ინვესტიციებს.

„საერთო ჯამში ბრალდებები ეხება 74 ეპიზოდს, რომლებიც 2009 წლიდან 2022 წლამდე პერიოდითაა დათარიღებული და ძირითადად 2010-2016 წლების პერიოდს უკავშირდება. ჩელსიმ ბრალდებებს ოფიციალურად 19 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

2023 წლის ნოემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ შესაძლოა ფინანსურ ფეირ-პლეის არღვევდა, რისთვისაც რომან აბრამოვიჩის ოფშორულ კომპანიებს იყენებდა.

მედია წერდა, რომ ედენ აზარისა და ნგოლო კანტეს აგენტებისთვის ფულის გადახდისთვის „ლურჯებს“ ფულადი ჯარიმა და ქულების ჩამოკლება ემუქრებოდა, საუბარი იყო ვილიანისა და სამუელ ეტოოს ტრანსფერების განხორციელებისას „ანჟის“ მფლობელ სულეიმან კერიმოვისთვის უკანონოდ გადახდილ თანხებზეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარნაჩო ჩელსიში გადადის
გარნაჩო ჩელსიში გადადის